კამბიაზო გუნდს ვერც კომოსთან დაეხმარება
იუვენტუსი კომოსთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა ტიაგო მოტას ამჯერადაც ანდრეა კამბიაზოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
იტალიელი ფეხბურთელი კოჭის დისკომფორტის გამო განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის კომოს წინააღმდეგ გუნდის დახმარებას შეძლებს.
SportItalia-ს ცნობით, ანდრეა სავარაუდოდ პსვ-სთან მატჩსაც გამოტოვებს და ის გუნდს ინტერის წინააღმდეგ შეხვედრაში დაუბრუნდება.