TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალაფიორის უარი ინგლისელებს, რიკარდოს იუვენტუსში თამაში სურს

იუვენტუსსა და ბოლონიას შორის რიკარდო კალაფიორის ტრანსფერის თაობაზე რთული მოლაპარაკებები გრძელდება და ტურინულ გრანდს საქმეს თავად ფეხბურთელის პოზიცია უმარტივებს.

ნიკ სემერაროს ინფორმაციით, არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის ინგლისელების ინტერესის მიუხედავად, კალაფიორის კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს და სხვა წინადადებების განხილვას არ აპირებს.

პრობლემა კვლავ ბოლონიას მიერ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროა, რაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის ფონზე, დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება.

error: დაცული კონტენტი !