TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ კინი, იუვე ტურამის ტრანსფერში კიდევ ერთი ფეხბურთელის ჩართვას ცდილობს

იუვენტუსსა და ნიცას შორის კეფრენ ტურამის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და ტურინული გრანდი მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს შემცირებას რომელიმე ფეხბურთელის ჩართვით ცდილობს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერი ფრანგებს მოიზე კინთან ერთად იუვენტუსის NextGen-ის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს ჯოზეფ ნონგეს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის კეფრენ ტურამის ტრანსფერის მაქსიმალურად მოკლე დროში დახურვა და შემდეგ სამიზნეებზე გადართვა სურს.