TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კელის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

იუვენტუსსა და ლენსს შორის კევინ დანსოს თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რის გამოც ტურინულმა გრანდმა ნიუკასლის მცველის ლოიდ კელის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

რომეო აგრესტის ცნობით, ლენსმა დანსოს არენდით გაშვებაზე უარი თქვა და მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

იუვენტუსს კელის იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ტურინელებმა ფეხბურთელის თანხმობა უკვე მიიღეს და ტრანსფერის უმოკლეს დროში დახურვის იმედი აქვთ.

31 views
error: დაცული კონტენტი !