ოსიმენი ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე იქნება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულში კრისტიანო ჯუნტოლი ნაპოლიდან ვიქტორ ოსიმენის გაფორმებას ეცდება.
ოსიმენი მიმდინარე სეზონში იჯარის წესით გალათასარაიში ასპარეზობს, სადაც მის აქტივში 21 მატჩში 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
წყაროს ცნობით, სეზონის ბოლოს იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას და ნაპოლისთვის ოსიმენის სანაცვლოდ 70-75 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს.