იუვე და ლენსი დანსოს ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, კევინ დანსოს იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის.
წყაროს ცნობით, ლენსი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, ბიანკონერი კი თავის მხრივ 26 წლის მცველის 6-თვიან იჯარაზე მუშაობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
დანსოს გაფორმებას რამდენიმე ინგლისური გუნდიც ცდილობს, რომლებიც ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა თავად დანსოს იუვენტუსში გადასვლა სურს და იმედი აქვს, გუნდები შეთანხმებას შეძლებენ…