TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძაკანი:“ გოლი დელ პიეროს სტილში ? ის ჩემი ბავშვობის კუმირია“

ხორვატიის კარში უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორმა მატია ძაკანიმ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის საღამო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი და ჩვენ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიასთან ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენ თამაშში დავრჩით, რწმენას არ ვკარგავდით და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მივაღწიეთ კიდეც.

„გოლი დელ პიეროს სტილში ? ალექსი ჩემი ბავშვობის კუმირია, ჩემი ოთახი მისი პოსტერებით იყო სავსე, ჩვენ ერთმანეთს კოვერჩიანოს ბაზაზე შევხვდით, რაც ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო.“