TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინი არაბეთში გადასვლის წინააღმდეგი არ არის

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის მოიზე კინის ერთ-ერთ არაბულ გუნდში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

წყაროს ცნობით, იტალიელი ფორვარდის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა, თუმცა თუ მისი გაფორმების სურვილი რომელიმე ამბიციურმა გუნდმა არ გამოთქვა, კინი არაბეთში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

ტურინულ გრანდს 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს.