ჯუნტოლი:“ ამ მომენტისთვის ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თუმცა…“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ბენფიკასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„არასტაბილური შედეგები სეზონის პირველ ნახევარში ? ჩვენ თვეების განმავლობაში სულ რამდენიმე ფეხბურთელის იმედად ვიყავით და მწვრთნელს ტრავმების გამო როტაციის საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონდა, რამაც გუნდის შედეგებს თავისი დაღი დაასვა. ჩვენ ნელ-ნელა ვბრუნდებით, ახლა მოტას მეტი არჩევანი აქვს და დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორდება.
„ტრანსფერები ? როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მიზანი ფეხბურთელების შენარჩნება და პრობლემური პოზიციების გაძლიერება იყო. ჩვენ გავიფორმეთ 2 მცველი და ფორვარდი, რითც ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა თუ ბოლო დღეებში წარმოიქმნება ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ტექნიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს დააკმაოფილებს, ჩვენ ამას განვიხილავთ.“