კოლო მუანი:“ იუვენტუსის მაისურის ტარება ძალიან დიდი პატივია“
იუვენტუსის ახალწვეულმა რანდალ კოლო მუანიმ ბიანკონერის რიგებში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.
„აქ ყოფნის გამო ბედნიერი ვარ. ამ მაისურის ტარება და ქომაგების წინ თამაში ძალიანდ იდი პატივია.
„იუვენტუსის რიგებში უამრავ გამორჩეულ ფრანგს უთამაშია, მათ შორის ზიდანს, ტრეზეგეს და სხვებს, ბოლო პერიოდში კი გამოსარჩევი პოგბა და ტურამი არიან. მიხარია, რომ ამ გამორჩეულ სიას მეც შევუერთდი.
„მოტა ? მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მან ფეხბურთის თავისებური ხედვა ამიხსნა და დამარწმუნა, რომ იუვენტუსში გადმოვსულიყავი. ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა თანაგუნდელებთან ერთად თამაშის საშუალება.
„საყვარელი პოზიცია ? არ მაქვს, მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელს და გუნდს დავჭირდები, თუმცა თუ არჩევა შემიძლია, მე ყველაზე პროდუქტიული ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ვარ.
„სერია ა ? სერია ა და იტალიური ფეხბურთ მსოფლიოში ერთ-ერთი რთული და საუკეთესოა, ეს ჩემი შესალებლობებისთვის კარგი გამოცდა იქნება, თუმცა მე მზად ვარ.“