იუვენტუსმა ტოდიბოს ტრანსფერზე მუშობა განაახლა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ვესტ ჰემის მცველის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
ბიანკონერი 25 წლის ფრანგის გაფორმებას ზაფხულში ცდილობდა, თუმცა მაშინ ფრანგმა ვესტ ჰემში გადასვლა არჩია, სადაც მისი კარიერა არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება.
დი მარციოს ცნობით, ტოდიბოს გუნდის დატოვება სურს, იუვენტუსი კი მისი იჯარით გაფორმებაზე მუშაობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.