მოტა:“ კოლო მუანი მილანთან სავარაუდოდ გუნდის განაცხადში იქნება, კამბიაზო ?…“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ მილანთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„გუნდი კარგ ფორმაშია, ჩვენ ძალების აღდგენა და ხვალინდელი შეხვედრისთვის კარგად მომზადება შევძელით.
„ალბერტო ? ის ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, ის მომავალში გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.
„კამბიაზო ? ანდრეა თავს კარგად გრძნობს და ხვალ ითამაშებს.
„კოლო მუანი ? მისი მოსვლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. კოლო საინტერესო ფეხბურთელია, ჩვენ ტრანსფერის გაოფიციალურებას ველოდებით და თუ საბუთები დროულად გაფორმდა, ის ხვალ გუნდის განაცხადში იქნება.
„შეუძლიათ თუ არა კოლო მუანისა და ვლაჰოვიჩს ერთად თამაში ? მაღალი დონის ფეხბურთელებისთვის ერთად თამაში პრობლემა არ არის.
„ვინ დაიწყებს მატჩს მეკარის პოზიციაზე ? დი გრეგორიო. პერინი ბოლო პერიოდში სრული დატვითვით ვერ ვარჯიშობდა. მე ძალიან გამიმართლა, რომ 3 ასეთი დონის კიპერი მყავს.
„ტრავმირებულები ? დუშანი დაგვიბრუნდა და ხვალ ითამაშებს. ბრემერი, კაბალი, მილიკი და ჩიკო ვერ დაგვეხმარებიან.
„ცნობები კამბიაზოს ტრანსფერის თაობაზე ? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ მუშაობს სატრანსფერო ფანჯარა. ანდრეა კონცენტრირებულია, კარგად ვარჯიშობს და სწორედ ამიტომ, ის ხვალ ითამაშებს.”