ნაპოლი იუვეში რასპადორის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იანვარში ნაპოლი ჯაკომო რასპადორის იუვენტუსში იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, პარტენოპეი იტალიელი შემტევის არენდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სეზონის ბოლოს იუვენტუსს მისი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი შეტევის გაძლიერება არ არის და ჯუნტოლის პირველ რიგში დაცვაში არსებული პრობლემების მოგვარება სურს.