TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვეს გეგმები ლუისთან მიმართებაში არ იცვლება

იუვენტუსის ნახევარმცველს დუგლას ლუისს ტურინულ გრანდში არც თუ ისე კარგი სტარტი გამოუვიდა. ხშირი ტრავმების, ფორმის ნაკლებობისა და ადაპტაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო ლუისმა ტურინულ გრანდში ჯერჯერობით თავი ვერ დაიმკვიდრა, თუმცა იუვენტუსის გეგმები ბრაზილიელთან მიმართებაში არ იცვლება.

SportItalia-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა დარწმუნბულია, რომ ლუისი სეზონის მეორე ნახევარში ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება, ამიტომ მისი იანვარში გაშვება არ განიხილება.

თუ დუგლასმა სეზონის ბოლომდე თავი ვერ წარმოაჩინა, იუვე ზაფხულში მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება.

error: დაცული კონტენტი !