TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი რაბიოს გაფორმების იმედს არ კარგავს

იტალიელი ჟურნალისტის ანდრეა ლონგონის ინფორმაციით, მილანი ადრიენ რაბიოს აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 30 ივნისს იწურება და როგორც ჩანს, ის ბიანკონერის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ცნობით, ეკონომიკური ასპექტების გამო, მილანისთვის რაბიოს გაფორმება მარტივი არ იქნება, თუმცა მონკადასა და რაბიოს აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ფრანგის დარწმუნებას პირადად ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ცდილობს, რომელიც ადრიენთან ერთად პსჟ-ში თამაშობდა.

error: დაცული კონტენტი !