მორატა იუვენტუსის მოლოდინშია…
ესპანური წყაროების ცნობით, ალვარო მორატას იუვენტუსში დაბრუნება სურს და ამ მომენტისთვის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
გამოცემა AS-ს ცნობით, ალვაროს გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა, მათ შორის რომამ გამოთქვა, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის იუვენტუსის რიგებში დაბრუნებაა.
ტურინული გრანდი ესპანელი ფორვარდის მესამედ გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ პირველ რიგში მოიზე კინისა და არკადიუშ მილიკის გაშვება მოუწევს. ალვაროს გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.