იუვენტუსმა მსურველებს ვლაჰოვიჩის ფასი შეუთვალა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით დაინტერესებულ გუნდებს სერბის ფასი შეუთვალა.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის იანვარში ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ დაახლოებით 60-70 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
გალეტის ცნობით, დუშანის ტრანსფერით ყველაზე მეტად დაინტერესებული გუნდი ამ მომენტისთვის არსენალია, მეთოფეები ვლაჰოვიჩის მიმართ უკვე დიდი ხანია ინტერესს იჩენენ და დიდია ალბათობა, ინგლისელებმა მისი გაფორმება იანვარში სცადონ.