ნაპოლი მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება
ნაპოლი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.
La Stampa-ს ცნობით, ანტონიო კონტეს ამერიკელი ფეხბურთელის გაფორმება ჯერ კიდევ ინტერში ყოფნის დროს სურდა და მისი თხოვნით, ჯოვანი მანა მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს პეროდში დაიწყებს.
მაკკენი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ბიანკონერის მისი 20-25 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.