TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და რაბიოს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა

იუვენტუსსა და ადრიენ რაბიოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს ითხოვს, მის აგენტს კი მსუყე საკომისიოს მიღება სურს, რისი გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლიმ რაბიოსთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და მის შეცვლას ნიცას ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერით გეგმავს, რომლის გაფორმება გუნდს დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.