TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა, იტალიამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ესპანეთთან შეხვედრა შეაფასა.

„ესპანეთი მატჩის სტარტიდან ჩვენზე გაცილებით მწვავე, მონდომებული და გამარჯვებას მოწყურებული იყო, ჩვენ კი მათ გვერდი ვერ ავუბით. მეტოქემ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენი მეტოქე გადაწყვეტილებებს გაცილებით სწრაფად იღებდა, მათი პასები ყოველთვის ზუსტი და დროული იყო, ჩვენ კი ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით და ბურთს მარტივად ვკარგავდით.

„ახლა გუნდმა უნდა აჩვენოს, რომ ერთი მარცხი იტალიას ვერ გატეხს, ჩვენ დღევანდელი მატჩიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და წინსვლა გავაგრძელოთ.

„ფსიქოლოგიური პრობლემა ? ვფიქრობ, ჩვენ ამ ასპექტში არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ესპანეთმა ფიზიკურ ორთაბრძოლებში გვაჯობა და ითამაშა თავისი ფეხბურთი, ჩვენ კი იმავეს გაკეთება ვერ შევძელით.“