TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერინი:“ სკუდეტო ? ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ“

იუვენტუსის კარის დარაჯმა მატია პერინმა Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სკუდეტო ? ტიტულისთვის ძალიან კარგი ბრძოლაა, რაც ჩვენ მოტივაციას გვმატებს. მე ჩვენს ხარისხს ყოველდღიურად ვხედავ და ვიცი, რომ ტიტულისთვის ბრძოლისთვის მზად ვართ, ამისთვის ყველაფერი გვაქვს. ჩვენ რაღაც ახალის შენების პროცესში ვართ, ჯერჯერობით ჩვენს მაქსიმუმზე არ ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლაზე უარს ვამბობთ.

„ჩვენ სეზონის კიდევ უკეთესი სტარტის აღება შეგვეძლო, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.

„ლოკატელი ? ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ. ნაკრებში გამოძახება ? მან ეს აქამდეც დაიმსახურა, ის უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს, ასევე არის მენტალურად უფრო დაღვინებული, ლოკატელიმ ნაკრებში ყოფნა დაიმსახურა.

„ლიდერი ? საკუთარი თავისთვის ლიდერის წოდება არ მომწონს, იმის მიუხედავად, რომ გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი ვარ. მე ყოველთვის ვცდილობ, სხვებისგან ვისწავლო და საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდებს სწორი რჩევა მივცე.

„კონკურენცია ? ვფიქრობ, ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე სათამაშო დროის ნაკლებობა პრობლემა არავისთვის არის. ჩვენ ერთმანეთს მოტივაციას კიდევ უფრო ვმატებთ და გუნდის დასახმარებლად მზად ვართ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი იღებს.

„კარიერის დასრულება ? მე ჯერჯერობით ამ თემაზე არ ვფიქრობ. მე ჯერ კიდევ ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ფეხბურთი და ახალი გამოწვევები დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ კარიერის დასრულებაზე ფიქრი ადრეა.“