TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლილის მწვრთნელი:“ იუვენტუსი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ“

ლილის მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო გენესიომ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„რა ფორმაშია გუნდი ? ჩვენ ტრავმების გამო უმტიტი, სანტოსი, ბენტალები, მბაპე, ჰარალდსონი, კაბელა, მეუნიერი, ტურე და ისმაილი ვერ დაგვეხმარებიან.

„ჩვენ წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება. იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელიც სხვა იტალიური გუნდების მსგავსად ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში და ხვალ ამაში ჩვენი ქომაგებიც დაგვეხმარებიან.

„კვალიფიკაცია მომდევნო ეტაპზე ? ტურნირის დასაწყისში რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სპორტინგთან, რეალთან და ატლეტიკოსთან მატჩების შემდეგ 6 ქულა გვექნებოდა. ჩვენ ევროპული ფეხბურთის 2 გამორჩეული გუნდი დავამარცხეთ, თუმცა იუვენტუსთან და ლივერპულთან მატჩები წინ გვაქვს, ამიტომ მოდუნება ძალიან ადრეა.”

error: დაცული კონტენტი !