ალბანეზე:“ დრაგუშინის კანდიდატურა განიხილება, მაგრამ პრიორიტეტი არ არის“
იუვენტუსის ინსაიდერმა გოვანი ალბანეზემ რადუ დრაგუშინის ტურინულ გრანდში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„რუმინელი მცველი კრისტიანო ჯუნტოლის სიაშია, თუმცა პირველ რიგში მის გასაფორმებლად ტოტენჰემის თანხმობაა საჭირო. იუვენტუსი რადუს ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ინგლისელები მის იჯარით გაშვებას დათანხმდებიან.
„ამ მომენტისთვის დრაგუშინი იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მისი კანდიდატურა განიხილება.“