ალბანეზე:“ შკრინიარი იუვეს პრიორიტეტია“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მილან შკრინიარი იანვარში ბიანკონერის პრიორიტეტი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, პარალელურად კი პარიზელებისგან ფეხბურთელის ხელფასის ნახევარის დაფარვას ითხოვს.
შკრინიარი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო პარიზში უკმაყოფილოა და სერია ა-ში დაბრუნება უნდა.