ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა და დიდი ალბათობით მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას შეძლებენ.
დუშანის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი, უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად მუშაობენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, სერბს ტურინულ გრანდში დარჩენა უნდა და დიდი ალბათობით არც ხელფასის შემცირებაზე იტყვის უარს.