TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილო იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დანილო იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერი მისი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

რომანოს ცნობით, დანილოს მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ და დიდია ალბათობა, ბრაზილიელმა კარიერა ერთ-ერთ არაბულ ლიგაში გააგრძელოს.