იუვე პორტუს ტალანტის მიმართ ინტერესს არ კარგავს
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუს ფორვარდის სამუ ომოროდიონის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
20 წლის ესპანელი ტალანტი პორტუს რიგებში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 8 გოლი გახლავთ და გასაკვირი არ არის, რომ ევროპული გრანდების მხრიდან მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
წყაროს ცნობით, პორტუ ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს, ამიტომ მისი გაფორმება ბიანკონერის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოუვა, თუ გუნდს დუშან ვლაჰოვიჩი დატოვებს.