TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

უდინეზემ იუვეს ლუკას ფასი შეუთვალა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ დაადასტურა, რომ იუვენტუსის ინტერესი უდინეზეს ფორვარდის ლორენცო ლუას მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა და მომდევნო კვირებში კრისტიანო ჯუნტოლი იტალიელი ფორვარდის ტრანსფერზე საგრძნობლად გააქტიურდება.

ბალძარინის ცნობით, უდინეზე 24 წლის იტალიელ ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მის სანაცვლოდ იუვე 20 მილიონ ევროს გადაიხდის.