TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გატის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ფედერიკო გატი ახალი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე მუშაობენ.

ზაფხულში იტალიელი მცველის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენდა, თუმცა ტურინულმა გრანდმა მის გაშვებაზე უარი თქვა და ის ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის გატისთვის კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, მისი ხელფასი კი დაახლოებით 2.5 მილიონამდე გაიზრდება.