TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს სკაუტები ორტიზს აქტიურად აკვირდებიან

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ფლამენგოს მცველის ლეო ორტიზის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის სკაუტები ფლამენგოს მატჩებს დაესწრნენ და მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი სწორედ 28 წლის ცენტრალური მცველი გახლდათ.

გამოცემის ინფორმაციით, ორტიზი იანვარში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება, მისი გაფორმება გუნდს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეეძლება.