TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფერარა:“ მოტა თავისი სიმშვიდით ლიპის მაგონებს“

იუვენტუსის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მსგავსება დღევანდელ და 1996 წლის იუვენტუსს შორის ? ჩემი იუვეს მსგავსად, ტიაგო მოტას გუნდმა სეზონის ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ რაიმე სახის მსგავსებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ჩვენ საბოლოო შედეგები გვეცოდინება, რადგან ეს ყველა სხვა ასპექტზე მნიშვნელოვანია.

„მსგავსება მოტასა და ლიპის შორის ? ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ლიპის მსგავსად, ტიაგო ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მჯერა, რომ ლიპის მსგავსად გასახდელში ისიც გაცილებით ემოციურია.

„მოტას სტარტი ? ფაქტი, რომ გუნდი ძალიან ცოტა გოლს უშვებს, მნიშვნელოვანია. დაცვაში გუნდის თითოეული წევრი ირჯება და ეს გუნდის წარმატებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს.

„ვისურვებდი თუ არა იუვეს დღევანდელი შემადგნელობიდან რომელიმეს 1996 წლის გუნდში ? დიდი პატივისცემის მიუხედავად, დღევანდელ იუვენტუსში ასეთი ფეხბურთელი არ არის. იმ იუვენტუსმა ყველაფერი მოიგო, რადგან  გუნდი იდეალურად იყო შექმნილი და მე არაფერს არ შევცვლიდი.

„ვლაჰოვიჩი ? მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ დუშანმა განვითარება უნდა გააგრძელოს.“