TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩი:“ ნაკრებში დაბრუნება დიდი პატივია“

ლეონარდო ბონუჩიმ, ვინც სამწვრთნელო ლიცენზიის აღების შემდეგ იტალიის ნაკრების 20-წლამდელთა გუნდის მწვრთნელის ასისტენტი გახდა, აძურის რიგებში დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე იტალიის ნაკრებში დაბრუნებით და ამ ფერების ტარებით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა ყველაფერს დავაკვირდე, ვისწავლო და განვითარება გავაგრძელო. ბერნარდო კორადი დიდებული მწვრთნელი და ადამიანია, მის გვერდით მუშაობა მე საჭირო გამოცდილებას მომცემს.

„ბევრი შრომა, გუნდური სულისკვეთება და მსხვერპლი ჩემი კარიერის განუყოფელი ნაწილი იყო და ეს ყველაფერი არც მწვრთნელის ამპლუაში შეიცვლება.“