TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სერბი ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ცვერნა ზვეზდას ახალგაზრდა ტალანტის ანდრია მაკსიმოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უკვე სერბეთის ძირითად ნაკრებშიც ითამაშა და არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, ვინც მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ცვერნა ზვეზდა დაახლოებით 5-6 მილიონ ევროს ითხოვს.