TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარსელი არტურის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მარსელი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაშვებას იანვარში ეცდება.

Tuttosport-ის ცნობით, ფრანგები არტურის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდებიან, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.

მარსელის გარდა, არტურის მიმართ ინტერესს ბრაზილიური გრემიოც იჩენს.