TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ ბონუჩი, ბარძალი და კიელინის ტრიო ? რომელიმე მათგანის სკამზე დატოვება წარმოუდგენელი იყო“

იტალიაში გამართულ Trento Sports Festival-ზე იუვენტუსის ლეგენდარული ტრიო ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი დააჯილდოვეს.

ამ თემაზე კომენტარი ბიანკოენრის კიდევ ერთმა ლეგენდამ ანტონიო კონტემ გააკეთა, ვინც BBC შექმნა და გუნდის მომდევნო დომინაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„კიელინის, ბონუჩისა და ბარძალის დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. მე მთხოვეს, რომ ამ ფანტასტიკურ ტრიოზე მესაუბრა. ხალხი უდიდეს ყურადღებას უთმობს ფორვარდებს, შემტევ ნახევარმცველებს, ამიტომ ფაქტი, რომ ჩვენ დიდებულ BBC-ზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

„მე ვამაყობ ფაქტით, რომ ამ ტრიოს საფუძველი სწორედ მე ჩავუყარე. თავიდან სხვა სქემით თამაშს ვაპირებდი, რომელშიც სამივე მათგანის გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რომელიმე მათგანის სათადარიგოთა სკამზე დატოვება შეუძლებელი იყო. ჩემთვის თქვენთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო, სამი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი.“