დუგლას კოსტა:“ რონალდუმ მითხრა, რომ ატლეტიკოს 3 გოლს გაუტანდა…“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დუგლას კოსტამ SportWeek-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ანდრეა ბარძალი ? მე მას ხუმრობით დიდ ბებერ კაცს ვეძახდი. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ცენტრალური მცველის კვალობაზე ძალიან სწრაფი იყო.
„კიელინი ? ვარჯიშებზე მე ბურთს წინ ვაგდებდი და გავრბოდი, რომ ჯორჯოსთან ფიზიკური ბრძოლა და მისი ვარდნა თავიდან ამერიდებინა. კიელინი დიდებული ფეხბურთელი იყო.
„ალექს სანდრო ? ერთხელ მას ვუთხარი, რომ მე მას იტალიაში შევუერთდებოდი, რადგან ინტერს ჩემი გაფორმება სურდა. ალექსმა მითხრა, რომ მე არა ინტერში, არამედ იუვენტუსში უნდა გადავსულიყავი, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში პარატიჩმა დამირეკა.
„რონალდუ ? ატლეტიკოსთან 2-0 მარცხის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგას დავტოვებდით, რონალდუმ კი მითხრა:“ არ იდარდო, მე მათ 3 გოლს გავუტან,“ რაც გააკეთა კიდეც.
„დიბალა ? ჩემი ხოია, თანაგუნდელი, მეგობარი და სუპერ ფეხბურთელი. ვაღიარებ, მე ძალიან კარგი მარცხენა ფეხი მაქვს, მაგრამ პაულოსი უკეთესია.“