TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ იტალიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი უნდა ამაყობდეს, რომ ამ მაისურის ტარების უფლება აქვს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთა ლიგაზე ბელგიისა და ისრაელის ნაკრებებთან მატჩების წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„გახშირებული ტრავმების ფონზე, არის თუ არა კალენდარი ზედმეტად დატვირთული ? გუნდს, რომელსაც შემადგენლობაში 24-25 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და როტაციის შესაძლებლობა აქვს, დატვირთული კალენდარი ნაკლებად აშინებს, თუმცა შედარებით პატარა გუნდებისთვის ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა.

„იუვენტუსის, მილანისა და ინტერის დონის გუნდებისთვის კვირაში 2-ჯერ თამაში დიდი პრობლემა არ არის, ისინი ასეთ კალენდარს მიჩვეულები არიან და შესაბამისი შემადგენლობა ჰყავთ, მეორე ეშელონის გუნდებისთვის კი ეს მარტივი არ არის.

„რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული მატჩები ? ჩვენ მომდევნო შეხვედრებში გამარჯვება პოზიტიური სვლის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, ამის გარდა კი ქულები ნოემბერში მოახლოებული სანაკრებო მატჩებში გარკვეული ექსპერიმენტების საშუალებასაც მოგვცემს. ასეა თუ ისე, იტალიის ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ამ მაისურის ტარების გამო ამაყი და ბედნიერი უნდა იყოს. მე მათგან ნებისმიერ მატჩში 100 პროცენტით დახარჯვას ვითხოვ.

„რატომ გაბია და არა გატი ? მატეო შესანიშნავი მცველია, მას შეუძლია დაცვის ხაზის ლიდერი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყოს. გატი ლაზარეთიდან ახლახანს დაბრუნდა, ამიტომ მას დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით.

„რეტეგი ? მე ძალიან მიხარია, როდესაც ნაკრების ფეხბურთელს ასეთი კარგი პერიოდი აქვს. მატეომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი პროფესიონალი და უმაღლესი დონის ფეხბურთელია. გოლები ფორვარდს თავდაჯერებულობის გაზრდაში ყოველთვის ეხმარება და გამონაკლისი არც რეტეგია.

„რიჩი თუ ფაჯოლი ? ორივე მათგანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. რიჩის მეტი დინამიურობა აქვს, ფაჯოლის კი სივრცეების ათვისება უკეთ შეუძლია. ორივე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და ჩვენ ისინი აუცილებლად დაგვეხმარებიან.

„ბელგიასთან მატჩი ? ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. მართალია მათ ლუკაკუ არ ეყოლებათ, თუმცა ბელგიაში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია და ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით.“