ჯუნტოლის შეტევის გასაძლიერებლად 5 კანდიდატი შერჩეული ჰყავს
იანვარში იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას 5 პოტენციური კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე ჯონათან დევიდის, სამუ ომოროდიონის, არნაუ კალიმუენდოს, ლორენცო ლუკასა და ჯაკომო რასპადორის ვარიანტებს განიხილავს.
ფორვარდის გარდა, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური მცველის გაფორმებასაც ეცდება.