TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუს ეპიზოდის გამო, იუვე – კალიარის არბიტრი დისკვალიფიცირებულია

იტალიის მსაჯთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ იუვენტუსი – კალიარის მატჩში მთავარმა არბიტრმა ლივიო მარინელიმ სიმულაციის გამო ფრანცისკუ კონსეისაუს გაძევებით შეცდომა დაუშვა.

იტალიური მედიის ცნობით, მარინელის მომდევნო ტურებში მსაჯობის შესაძლებლობა აღარ ექნება, თუმცა შეცდომის აღიარების მიუხედავად, კონსეისაუს წითელი ბარათი არ გაუქმდება.

პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო ლაციოსთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.