TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მიზანი გამარჯვებაა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლაიფციგთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორი მატჩის მოლოდინში ვარ ? ეს ღია, სანახაობრივი შეხვედრა იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ვიცით, რომ წინ რთული დაპირისპირება გველოდება და სასურველი შედეგის მოსაპოვებლად მოედანზე ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.

„შეუძლია თუ არა იუვეს ჩემპიონთა ლიგის მოგება ? ჩვენი კონცენტრაცია ახლა სრულად ხვალინდელ მატჩზეა გადატანილი. ჩვენ მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ახლა მთავარი სოწრედ ეს არის.

„ბოლონიას მატჩი ? იმედი მაქვს, ბოლონია გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა ლაიფციგთან შეხვედრაა.

„ევროპის 2 საუკეთესო დაცვის დაპირისპირება ? ისინი ჩვენს მსგავს ფეხბურთს თამაშობენ, უყვართ ბურთის შენარჩუნება და მეტოქე გუნდებს ბევრი მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ ლაიფციგი კარგად შევისწავლეთ და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად ვართ.

„კოპმეინერსი ლოკატელისთან და ფაჯოლისთან ერთად ? თითოეული მათგანი კარგ ფორმაშია და ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დაიხარჯება.

„მაკკენი და ტურამი ? მათ ერთად თამაში შეუძლიათ. ხვალ ვნახავთ, დაიწყებენ ისინი სასტარტოში, თუ ერთ-ერთი გუნდს სკამიდან გააძლიერებს.

„სხვაობა ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ს შორის ? ჩვენთვის არანაირი სხვაობა არ არსებობს, ჩვენ ნებისმიერ შეხვედრაში მოედანზე ბურთის კონტროლის და სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ.

„ვლაჰოვიჩი ? ფორვარდებისთვის გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ეს არ არის. ჩემს გუნდში თითოეულ ფეხბურთელს ორივე ფაზაში მუშაობა მოეთხოვება და ვლაჰოვიჩი თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. მან ვარჯიში და მუშობა უნდა გააგრძელოს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და კონცენტრაცია ფეხბურთზე გააკეთოს.

„ბევრი პასი ჩვენი შესრულებით ? საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთის მეტოქე გუნდის კარამდე მიტანა და საგოლე მომენტის შექმნაა, დაგვჭირდება ამისთვის 2, 5 თუ 10 პასი. ხვალ ჩემი გუნდისგან მაღალ ინტენსიობას ველოდები როგორც ბურთთან, ასევე მის გარეშე.

„კონსეისაუ ? ის ტრავმის გამო ძალიან იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ახლა დაბრუნდა და გუნდის დასახმარებლად მზად არის. მას კარგი სავარჯიშო სესია ჰქონდა და ვნახოთ, დაიწყებს თუ არა მატჩს სასტარტოში.“