კამბიაზო:“ იუვეს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი პატივია“
ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), ლაიფციგთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვებს ანდრეა კამბიაზომ უპასუხა.
„როგორ ფორმაშია გუნდი ? ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს, ხვალინდელი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და ვეცდებით, მოედანზე საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
„კარგად ვიცით, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, რაც საღამოს კიდევ უფრო ლამაზს გახდის.
„ლაიფციგი ძალიან კარგი გუნდია, მათ რიგებში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს, ისინი მოტივირებულები არიან და დარწმუნბული ვარ, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
„ჩვენი მიზანი ბურთის მაქსიმალურად დიდი ხანი შენარჩუნება და საგოლე მომენტების შექმნა იქნება, დაცვაში კი სოლიდურად თამაში უნდა გავაგრძელოთ და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთ.
„პროგრესი ? მე მწვრთნელის დამსახურებით ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. ზოგჯერ თამაშს მენტალურად ვეთიშები და ამ ასპექტზე მუშაობა უნდა გავაგრძელო.
„ჩემპიონთა ლიგა ? მე ვამაყობ, რომ იუვენტუსის რიგებში ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მაქვს. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ვეცდები, შანსი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო.“