TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანუელ ლოკატელის დიდებული სტატისტიკა…

იუვენტუსში ტიაგო მოტას მისვლის შემდეგ, მანუელ ლოკატელი ტურინული გრანდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მის პროგრესს სტატისტიკაც ადასტურებს.

გამოცემა DataMB-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც ლოკატელი სერია ა-ს სხვა ნახევარმცველებთან არის შედარებული.

სტატისტიკის მიხედვით, ლოკატელი პასებში, პროგრესულ პასებში, მოკლე პასებში, პასებში მეტოქე გუნდის საჯარიმოს სიახლოვეს და წარმატებული დრიბლინგის პროცენტული მაჩვენებლის მხრივ სერია ა-ში საუკეთესო ნახევარმცველია.