TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი კანიო:“ ვლაჰოვიჩს მეტი მოეთხოვება, ჯენოასთან დუბლი საკმარისი არ არის“

პაოლო დი კანიომ ჯენოასთან მატჩსი დუშან ვლაჰოვიჩის თამაში შეაფასა.

„ვლაჰოვიჩს გოლის აღნიშვნა, რომელიც მისი კრიტიკოსებისკენ იყო მიმართული, არ მომეწონა. მართალია მან ორი გოლი გაიტანა, თუმცა ეს გააკეთა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სერია ა-ში დასარჩენად იბრძვის.

„ჩვენ ვლაჰოვიჩისგან უფრო მეტს ველოდებით. როდესაც შენ იუვენტუსის ფეხბურთელი ხარ, პასუხისმგებლობასა და ამბიციებს არ უნდა გაურბოდე, იუვენტუსის ფორვარდი მნიშვნელოვან მატჩებში, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ უნდა ამტკიცებდეს, რომ ის ტურინული გრანდის რიგებში თამაშის ღირსია.“