TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალი აქვს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჯენოა-იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსი პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგი იყო, გუნდი ისე თამაშობდა, როგორც გასულ ტურებში: ძალიან ნელა და ყოველგვარი კრეატიულობის გარეშე, მაგრამ მეორე ტიამში ყველაფერი შეიცვალა და იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.

„პირველი გოლის გატანის შემდეგ, ჯენოას დაცვაში გარკვეული სივრცეების გაჩენისთანავე იუვენტუსი საგრძნობლად სახიფათო გახდა.

„აღსანიშნავია ვლაჰოვიჩის თამაშიც, მან დაამტკიცა, რომ თუ მომენტებს შეუქმნი, თავის გასაკეთებელს გააკეთებს. მეორე გოლი ძალიან რთული შესასრულებელი იყო, თუმცა მან კრიტიკოსები გააჩუმა.“