ევროპის წამყვან ჩემპიონატებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვა სეზონის დაწყებამდე სურთ
ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ევროპის წამყვანი ჩემპიონატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ, მომდევნო ზაფხულიდან სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხუროს.
წყაროს ცნობით, ამ თემაზე მოლაპარაკებები ლა ლიგას, პრემიერ ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგისა და ლიგა 1-ის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.
ევროპის წამყვანი ჩემპიონატების წარმომადგენლებს სურთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არა აგვისტოს ბოლოს, არამედ 15 აგვისტოს, სეზონის დაწყებამდე 1 დღით ადრე დაიხუროს.