TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი მარციო:“ ვლაჰოვიჩის რეაგირება რთული პერიოდის შემდეგ მნიშვნლეოვანი იყო“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ჯენოა – იუვეს მატჩში დუშან ვლაჰოვიჩის თამაში შეაფასა.

„ვლაჰოვიჩისგან ასეთი კარგი მატჩი და კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა მნიშვნელოვანი იყო. ასეთ დროს, ასეთი მნიშვნელოვანი 11-მეტრიანის შესრულება მარტივი არ არის, თუმცა მან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მენტალურად ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ამ გოლმა მას დიდი ტვირთი მოუხსნა.

„დუშანის მეორე გოლი ტექნიკურად იდეალურად იყო შესრულებული. ვფიქრობ, ის ბურთთან ერთად უკეთესი ხდება, აშკარაა, რომ ტიაგო მოტა ვარჯიშებზე ამ საკითხზე დუშანთან ბევრს მუშაობს.“