დანილო:“ იუვენტუსი ჩემი ოჯახის ნაწილია“
დანილომ, ვინც გუშინ ტურინული გრანდის რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა, კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.
„იუვენტუსი ჩემი სახლი, ჩემი მეორე ოჯახი გახდა და ამ დიდებული გუნდის რიგებში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის დაფიქსირება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე გულით ვატარებ. ვინც ერთხელ იუვენტინო გახდება, ის ცხოვრების ბოლომდე იუვენტინოდ დარჩება.“