TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლივიო:“ იუვენტუსს პოზიტიური სტარტი აქვს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ ტურინული გრანდის სტარტი შეაფასა.

„ვფიქრობ, იუვენტუსს სეზონის ძალიან კარგი სტარტი აქვს, გუნდისა და ტიაგო მოტას კრიტიკა კი სრულიად უადგილოა.

„მოტა იუვენტუსში ახალ პროექტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც მარტივი არ არის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას და ყველა ასპექტის გათვალისწინებით იუვეს სეზონის პოზიტიური სტარტი აქვს.

„ვლაჰოვიჩი ? მილიკის არყოფნაში მას ალტერნატივა არ ჰყავს, თუმცა მე მჯერა, რომ მოტა დუშანისგან მაქსიმუმის მიღებას შეძლებს, მას უბრალოდ შესაფერისი სისტემის მონახვა სჭირდება.“