TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსმა გასული ფინანსური წლის ანგარიში წარადგინა

იუვენტუსის დირექტორთა საბჭომ გასული ფინანსური წლის ანგარიში დაამტკიცა.

ოფიციალური წყაროს ცნობით, გუნდის ზარალი გასული ფინანსური წლის დროს 199.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც 2022/23 წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ეს დიდწილად ევროპული ტურნირების მიღმა დარჩენით არის გამოწვეული და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ფინანსურ წელს გუნდი ზარალს საგრძნობლად შეამცირებს, 2026/27 წლებში კი იუვენტუსი პოზიტიურ ბალანსზე გასვლას გეგმავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუვენტუსის ვალი საგრძნობლად შემცირდა და 242.8 მილიონია, რაც დიდწილად Exor-ის მხრიდან კაპიტალის ზრდის დამსახურებაა.