იუვე ოსიმენის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.
ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდი ბიანკონერის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი გახლავთ.
ოსიმენი იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს და სეზონის ბოლოს ნაპოლის დაუბრუნდება, თუმცა ის პარტენოპეის გეგმებში აღარ შედის და გუნდს ზაფხულში საბოლოოდ დატოვებს. კრისტიანო ჯუნტოლის ოსიმენთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ამიტომ ფეხბურთელის დარწმუნება არ გაუჭირდება, მაგრამ პრობლემა ვიქტორის სანაცვლოდ მოთხოვნილი 80-90 მილიონია…